ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება აცხადებს აბსტრაქტების მიღებას კონფერენციისთვის „ერი-სახელმწიფოს სათავეებთან საქართველოში“, რომელიც 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 105-ე წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორებსა და მკვლევრებს. ღონისძიება ჩატარდება 2026 წლის 7 მარტს.
საკონფერენციო აბსტრაქტები (დაახლოებით 500 სიტყვის მოცულობის) მიიღება 2026 წლის 4 მარტის ჩათვლით მისამართზე socpol.science@tsu.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ კონფერენციის სახელწოდება.
საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება Google Scholar -ში ინდექსირებულ ჟურნალში " პოლიტიკა".